1948 წლის 29 თებერვალს რიჩარდ ვურმბრანდი საიდუმლო პოლიციამ ქრისტიანული მსახურების ჩატარებისა და დამოწმების გაზიარებისთვის დააპატიმრა, რადგან ეს ყველაფერი არალეგალურად ითვლებოდა ათეისტურ-კომუნისტურ რუმინეთში. რიჩარდმა თოთხმეტი წელი გაატარა ციხეში, სადაც აწამეს, სცემეს და იზოლირებულ საკანში გამოკეტეს. საბინა ვურმბრანდი სამი წელი იყო შრომით-გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც კინაღამ გაიყინა და მოკვდა დანუბეს არხზე მომუშავე სხვა პატიმრებთან ერთად. მას გამუდმებით ეუბნებოდნენ, რომ მისი მეუღლე ციხეში მოკვდა.
რიჩარდ და საბინა ვურმბრანდებს მტკიცე რწმენა ჰქონდათ ქრისტესადმი. არცერთ მათგანს დაუკარგავს იმედი და შეუწყვიტავს ქრისტეზე საუბარი.
ახლა, პირველად, ამ გასაოცარი ისტორიის ორივე მოქმედ პირზე მოგვითხრობს ეს წიგნი. ავტორი გვიამბობს რიჩარდ და საბინა ვურმბრანდებზე. წიგნში გაერთიანებულია რამდენიმე ამბავი და კვლევა: „ხუცესის მეუღლე“, „ღვთის იატაკქვეშეთში“, „ქრისტესთვის წამებული“. თქვენს რწმენას შთააგონებს ციხის ყველაზე ბნელი საკნის სიღრმეში შეღწევა და იმის ხილვა, თუ როგორ აგრძელებს ქრისტეს სინათლე ბრწყინვალებას იმ ადამიანების გულებში, რომლებმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნეს მას.
- wurmbrand-tortured-for-christ-the-complete-story-kapdf
- wurmbrand-tortured-for-christ-the-complete-story-kaepub
- ქართული (Georgian)
- Русский (Russian)
- Shqip (Albanian)
- Српски (Serbian Cyrillic)