MediaWorks Digital Library

იატაკქვეშა ეკლესია: მზადება - დაარსება - ცხოვრება

ერიკ ფოლი, რიჩარდ ვურმბრანდი
Read

თავისუფალი ქვეყნების ეკლესიებში, მრავალი რამ მოხდა ეკლესიების ზრდის, მათი ცენტრალიზების, და შეძლებისდაგვარად პროფესიონალურად ჩამოყალიბების საქმეში. ეს მოდელი აძლიერებს ეკლესიას ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

ცხოვრება სწრაფად იცვლება ქრისტიანებისათვის მსოფლიოს გარშემო. მთავრობები გამუდმებით ეწინააღმდეგებიან ეკლესიის უწყებას. საერო საზოგადოებას ეკლესია წარმოუდგენია როგორც საშიში მოძალადე, რომელიც სიძულვილს ავრცელებს და თავისუფლებას უკვეცავს მოქალაქეებს. ქვეყნიერება ეკლესიას სთხოვს, რომ გადახედონ ეკლესიის რწმენის მთავარ საკითხებს. ეკლესიები, რომლებიც ამ წინადადებას ეწინააღმდეგებიან შეურაცხმყოფელ დაცინვას, აკრძალვებს, სასჯელს და მიუღებლობას განიცდიან.

ფართო, ცენტრალიზებული და პროფესიული ეკლესიები წინა პერიოდში წარმატებისაკენ ისწრაფოდნენ, მაგრამ ამჟამად თვითგადარჩენისათვის იბრძვიან. ამ წიგნის მიზანია დაეხმაროს ხუცესებს, ეკლესიის ხელმძღვანელებს და ჩვეულებრივ ქრისტიანებს იატაკქვეშა ეკლესიების დაარსებაში და მათ იატაკქვეშეთში გადატანაში.

ეკლესიისადმი მტრული დამოკიდებულება თავისუფალ მსოფლიოში 40 წლის წინ იწინასწარ განჭვრიტა ხუცესმა რიჩარდ ვურმბრანდმა, წამებულთა ხმის დამაარსებელმა. ამ წიგნის ერთი ქვეთავი მის მიერ არის დაწერილი, რომ დაეხმაროს ეკლესიას იმ სირთულეების დაძლევაში, რომელიც გარდაუვლად დაატყდება თავს ახლო მომავალში.

  1. underground-church-series-ka
    pdf
    Open
  2. underground-church-series-ka
    epub
    Download
Languages
Categories