მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უმრავლესობას სმენია რწმენისათვის ტანჯული ქრისტიანების შესახებ, ჩვენ მაინც მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ, რომ „დევნას“ განიცდიდნენ ის ქრისტიანები, რომლებიც წარსულში ცხოვრობდნენ ან ახლა ცხოვრობენ ქრისტიანობის მიმართ მტრულად განწყობილ ხალხებში. ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ, რომ დევნა შორს არის ჩვენი ყოველდღიურობისაგან. მაგრამ ეს წიგნი, რომელიც ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, აღწერს დევნის სხვადასხვა ფორმებს და ცხადჰყოფს, რომ დევნა არის ის, რასაც ყველა გზაზე მდგარი ქრისტიანი შეიძლება გადააწყდეს ამ დაცემულ ქვეყნიერებაზე. ძნელბედობა გზაზე არა მხოლოდ დაეხმარება მკითხველს ამოიცნოს სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი დევნა, არამედ ძალა მისცეს მათ მტკიცედ აღუდგნენ მას. წიგნის კითხვისას თქვენ არ შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ქრისტიანობა სუსტი და უნიათოა, პირიქით — თქვენ დაინახავთ რომ რწმენა ის სიმაგრეა, რომელიც არა მხოლოდ ძლებს, არამედ იმარჯვებს და ძლევს ჯოჯოხეთის ბჭეებს.
ავტორი ფლოიდ ბრობელი, რომელიც გვიზიარებს დევნილ ქრისტიანებთან თავისი ურთიერთობის მრავალწლიან გამოცდილებას, მოგვიწოდებს, რათა:
- დავინახოთ ღმერთის მიზანი თავისი ეკლესიისთვის ქვეყნიერებაზე
- დავინახოთ, როგორ რეაგირებდა და პასუხობდა ქრისტე თავის მდევნელებს
- დავინახოთ, როგორ ბაძავდნენ და ბაძავენ მისი მიმდევრები ქრისტეს მის ტანჯვაში
- დავინახოთ, როგორ უშლის ხელს დევნა ქრისტიანულ რწმენასა და მოწმობას
- ვისწავლოთ, რატომ უნდა ვუპასუხოთ ამა თუ იმ სახის დევნას სიყვარულით
- ქართული (Georgian)
- Русский (Russian)
- Shqip (Albanian)
- Українська (Ukrainian)